ევროპის სუპერთასის ფინალში, სადაც "პარი სენ-ჟერმენმა“ "ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა, ყურადღების ცენტრში არ მხოლოდ მინდორზე მიმდინარე მწვავე ბრძოლა, არამედ ტრიბუნებიც მოექცა.
პარიზული კლუბის ფეხბურთელების მეუღლეები ზალცბურგის სტადიონზე გუნდს აქტიურად გულშემატკივრობდნენ.


"პარიზის ახალი პატარძლები“, - სწორედ ასე შეაფასეს სოციალურ ქსელებში ნიცასა და ვიქტორიას გამოჩენა, რომლებმაც ტრიბუნებზე დახვეწილი სტილითა და გამორჩეული იმიჯით მიიპყრეს ყურადღება.
გოგონებს მატჩის განწყობის შესაბამისად ეცვათ - ნიცა პსჟ-ს მაისურით ადევნებდა თვალს მეუღლის მორიგ ტრიუმფს, ხოლო ვიქტორიამ კლუბის თეთრი კეპი არჩია.


