"თუ გურიკა ცუდადაა ან კომაშია, გთხოვთ და გემუდარებით, მიმიყვანეთ მასთან" - ამის შესახებ 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სოფო ბიბილაშვილის თქმით, მისი ერთი სიტყვა გურამს თვალებს აუხელს.
"თუ გურიკა ცუდადაა ან კომაშია, გთხოვთ და გემუდარებით, მიმიყვანეთ მასთან. ჩემი ერთი სიტყვა გურისთვის თვალის ახელაა. გთხოვთ, გურიკამდე მიმიყვანეთ. გემუდარებით, გული არ გაქვთ?! ნუ ტანჯავთ იქეთ გურის და აქეთ მე"- წერს სოფო ბიბილაშვილი.
გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო. იმ ადგილას და მიმდებარედ, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით საგამოძიებო მოქმედებები და ძებნის სამუშაოები თავიდან ჩატარდა, გამოიყენეს სპეციალური ტექნიკა, სკანერი, თუმცა დაკარგული ბიჭის კვალს ვერ მიაგნეს.
ასევე იხილეთ: