"2 წლის ბავშვი, რომელიც ბაღში საღ-სალამათი მიიყვანეს, უცბად გარდაიცვალა - გამოძიება შეწყვიტეს და დედამ დაიწყო ბრძოლა, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა" - რას ჰყვება ეკა ბესელია ახალციხის საბავშვო ბაღში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე?

"2 წლის ბავშვი, რომელიც ბაღში საღ-სალამათი მიიყვანეს, უცბად გარდაიცვალა - გამოძიება შეწყვიტეს და დედამ დაიწყო ბრძოლა, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა" - რას ჰყვება ეკა ბესელია ახალციხის საბავშვო ბაღში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე?

"მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებლის, ეკა ბესელიას განცხადებით, სკოლამდელი დაწესებულებების უსაფრთხოებისა და კვების საკითხებში პასუხისმგებლობა სხვადასხვა უწყებაზეა გადანაწილებული, თუმცა პროცესში პარლამენტს განსაკუთრებული როლი აქვს.

  • კერძოდ, როგორც ბესელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, სკოლამდელი დაწესებულებების შესახებ 2016 წელს მიღებული კანონით პასუხისმგებლობის საკითხი განსაზღვრულია და შესაბამისი ფუნქციები სხვადასხვა უწყებაზეა გადანაწილებული.

"დღევანდელი ინფორმაცია გვაჩვენებს პრობლემებს, რომლებიც ნაკლებად აქვთ გააზრებული უწყებებს, ვისაც ეხება. აქ არის პარლამენტის როლი ამ პროცესში. სკოლამდელი დაწესებულებებზე პირველი და ერთადერთი კანონი, რომელიც 2016 წელს მივიღეთ პარლამენტში, განსაზღვრავდა პასუხისმგებლობას. სკოლამდელი დაწესებულებებზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო საქართველოს პარლამენტს, შემდეგ კი ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულიყო სხვადასხვა უწყებებზე. რამდენიმე კომპონენტია: უსაფრთხოების, ჯანდაცვის, კვების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შესაბამისი უწყებები კომპლექსურად არის პასუხისმგებელი ბავშვის უსაფრთხო გარემოზე, კვებაზე, აღზრდაზე და ა.შ. პარლამენტს აქვს განსაკუთრებული როლი.

ეს ფუნქცია პარლამენტს დარჩა, იმიტომ, რომ მთავარი პასუხისმგებლობა პარლამენტზე გადმოვიტანეთ. დღეს ვერავის მხრიდან ვერ დავინახე ეს პასუხისმგებლობა", - განაცხადა ბესელიამ.

  • მისივე თქმით, პასუხისმგებლობის სფეროები მოიცავს უსაფრთხოებას, ჯანდაცვას, კვებასა და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებს. ბესელიას განცხადებით, საკვები პროდუქტების კონტროლის პირველადი პასუხისმგებლობა თავად ბაღს ეკისრება, შემდეგ კი მუნიციპალიტეტსა და მერს.

"პასუხისმგებლობა იწყება ბაღით, რადგან ის არის იმ საკვები პროდუქტების შემომტანი და მას პირდაპირი შეხება აქვს ბავშვებთან. შემოტანილ პროდუქციას შესაბამისი ფილტრი უნდა ჰქონდეს. პირველი პასუხისმგებლობა არის ბაღის, შემდეგ გადადის მუნიციპალიტეტზე, მერზე და ამის შემდეგ უნდა ერთვებოდეს პარლამენტი. ხვალვე უნდა მოეწვიათ საკომიტეტო მოსმენა, უნდა დაუძახონ პასუხისმგებელ პირებს",- განაცხადა ბესელიამ.

  • ეკა ბესელიამ გადაცემაში ასევე ისაუბრა ახალციხეში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე, სადაც 2025 წელს კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, როდესაც აღმზრდელმა დახედა და გარდაცვლილი დახვდა.

"ერთ-ერთი საქმე გვაქვს იურისტების ჯგუფს - ახალციხის ერთ-ერთ ბაღში 2 წლის დაჩი გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად. ბავშვი, რომელიც ბაღში საღ-სალამათი მიიყვანეს, უცბად გარდაიცვალა. ახლა გამოძიება განახლდა. რა გვაჩვენა ამ ისტორიამ? - რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა: არანაირი სტანდარტი, არანაირი სამედიცინო გარანტიები და არანაირი უსაფრთხოების გარანტიები.

ეს საქმე გვაქვს ჩვენ. მომხდარიდან დაახლოებით ერთი წელია გასული. გამოძიება შეწყვიტეს და დედამ დაიწყო ბრძოლა. დედამ საოცარი სიმტკიცე გამოიჩინა, რომელიც დაგვიკავშირდა.

  • გაჩერებული გამოძიების მასალებს რომ გადავხედე, ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება აღმოჩნდა იქ - ერთნაირი ჩვენებები, გაურკვეველი ექსპერტიზის დასკვნა, ბევრი ბუნდოვანი კითხვა. დედა არ ეთანხმება დასკვნას.

გამოძიების ვერსიით, თითქოს ბავშვს ფილტვების ანთება ჰქონდა და ამის გამო გარდაიცვალა. საქმე ამით დაიხურა. აქ არ არის საუბარი განზრახ დანაშაულზე - საუბარია იმაზე, იყო თუ არა შესაბამისი სტანდარტები ბაღში, შესაბამისი სამედიცინო უზრუნველყოფა და დროულად მოხდა თუ არა ჩარევა.

პროკურატურამ გაიზიარა დედის პოზიცია, რომ გამოძიება განახლებულიყო" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ასევე იხილეთ: