"რაც ახლა გველესიანზე ხორციელდება, სრულად მარწმუნებს მისი სიტყვების აბსოლუტურ სიმართლეში. რად მინდა გველესიანი, საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი, თეთრზე შავი თქვი და ხელიც მოაწერეო, ისეთი დღე დამაწიეს. მე მკიდია, იმედია, გველესიანსაც," - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ხმაურიანმა განცხადებამ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია.
მის განცხადებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამა - კახა ზივზივაძე გამოეხმაურა.
“არ ვაპირებდი პასუხს მაგრამ მართლა მაინტერესებს, ამ ბიჭმა გამაგებინოს რომელმა ძალებმა იმოქმედეს და დაწნეხეს ფეხბურთელები (პირველი მე ვიქნები ვინც პასუხს მოსთხოვს ჩემ შვილს, თუ ვინმეს გავლენით რაიმე თქვა), რომ თავისი აზრი გამოეხატათ... მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტა სინდისი არ აწუხებს?
რა გამოდის 26 ფეხბურთელიდან 4- მა “გაუძლო“ ძალების დაწნეხვას?
რად უნდა კონსტიტუციის დაცვას და რეფერენდუმის შედეგებს ვინმე ძალების ზეწოლა? ვალდებულები არ ვართ?“ - წერს კახა ზივზივაძე.
2024 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დააინიციირა “გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო. მასშტაბური აქციები მალე მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაშავდა უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე.
იმ პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების უამრავმა ფეხბურთელმა დააფიქსირა მისი პოზიცია და განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.