ავტორი:

“დე, ესეც ჩუმად გადაგიღე, არსად დადოო მითხარი...“ - რა კადრებს აქვეყნებს ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა?

“დე, ესეც ჩუმად გადაგიღე, არსად დადოო მითხარი...“ - რა კადრებს აქვეყნებს ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა?

ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და მისი ვაჟის შესახებ წერს.

“დე ესეც ჩუმად გადაგიღე ფანჯრიდან. თვალი მომკარი და არსად დადოო მითხარი, სულ თვალს გადევნებდი იმ ავბედითი ღამის გარდა.

ჩემი შვილი საქართველოს სადღეგრძელოზე დგებოდა ფეხზე და არა არაკაცების ნათქვამ სადღეგრძელოზე. კაცობა არასდროს შეშლია და სახელი დატოვა ადამიანობის,“ - წერს ეკა მხატვრიშვილი.

ცნობისთვის, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, 10 სექტემბერს მოკლეს.

მკვლელობა გახსნილია - სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

იხილეთ ასევე: