ავტორი:

ზედიზედ მეორე მატჩი გოლის გარეშე და ყვითელი ბარათების ცვენა - საქართველო-უკრაინის შეხვედრა ფრედ დასრულდა

ზედიზედ მეორე მატჩი გოლის გარეშე და ყვითელი ბარათების ცვენა - საქართველო-უკრაინის შეხვედრა ფრედ დასრულდა

ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე უკრაინასთან ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა - სასტარტოში კიტეიშვილი, წიტაიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა, რაც ცენტრში ბურთის დაჭერასა და კონტროლზე იყო გათვლილი.

ხვიჩა კვარაცხელიას კაპიტნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, თუმცა მოწინააღმდეგის კარში გოლის გატანა ვერ შეძლეს.

პირველ ტაიმში მხოლოდ ორი რეალური მომენტი შევქმენით: ჯერ ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი მეკარე ტრუბინმა მოიგერია, შემდეგ კი მიქაუტაძემ კვარაცხელია ტრუბინთან ერთი ერთზე გაიყვანა, რომლის დარტყმული კარიდან მიხავკომ გამოიტანა. თან თამაშგარე დაფიქსირდა.

მეორე ტურში სვანაძემ რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა, მოედანზე მიქაუტაძის ნაცვლად კვერნაძე შეუშვა, ხოლო ცოტა ხანში კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე მექვაბიშვილით და დავითაშვილით შეცვალა. თუმცა მასპინძელთა შეტევები გაგრძელდა.

მატჩის მიმდინარეობისას უკრაინის უკრაინამ 4 ყვითელი ბარათი - საქართველომ კი 2 ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 ოქტომბერს, უნგრეთში გამართავს. 5 ოქტომბერს კი ჩრდ, ირლანდიაში

იხილეთ ასევე: