ავტორი:

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში იტალია 4:1 დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), გიორგი ლოლაძემ (73 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალში უზბეკეთის ნაკრებთან 3:4 დავმარცხდით, რეპეშაჟში კი საფრანგეთის ნაკრები 4:3 დავამარცხეთ. ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვებები ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ, ორჯერ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (100+ კგ) მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ბექაური ტრავმირებული იყო, ოლიმპიადის 2-გზის გამარჯვებულმა ნატკენი ფეხით ფრანგი ძიუდოისტი გადამწყვეტ ბრძოლაშიც დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს გაამარჯვებინა. განაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ