ავტორი:

"მას მთელი საქართველო ეძახდა "ნემსოს"... ის უყვარდა უამრავ ადამიანს ამ ქვეყანაში" - როგორ ემშვიდობება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გიორგი ნემსაძეს?

"მას მთელი საქართველო ეძახდა "ნემსოს"... ის უყვარდა უამრავ ადამიანს ამ ქვეყანაში" - როგორ ემშვიდობება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გიორგი ნემსაძეს?

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში მოულოდნელად, გარდაიცვალა. ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საკუთარ გადაცემაში ნემსაძეს ვრცელი მონოლოგი მიუძღვნა.

"საქართველო ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილ კაპიტანს, გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება. 54 წლის ასაკში მისმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ მთელი ქვეყანა დაამწუხრა. შესანიშნავი ფეხბურთელი, ქართული ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავი, შესანიშნავი მეგობარი, შესანიშნავი ადამიანი. ინტერვიუებში ამბობდა ხოლმე: მთავარია ადამიანობა და ერთმანეთის გატანა არ უნდა დავკარგოთო. მას მთელი საქართველო ეძახდა "ნემსოს". არა სახელით და გვარით - გიორგი ნემსაძე, არამედ "ნემსოს" და ის უყვარდა უამრავ ადამიანს ამ ქვეყანაში.

ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი, ნაკრების კაპიტანი. ეროვნულ ნაკრებში 69 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 42 შეხვედრაში ის გუნდის კაპიტანი იყო. ბოლო პერიოდში ახალგაზრდა თაობას ზრდიდა, 18 წლამდელთა ნაკრებს. ფეხბურთისა და თავისი პროფესიის მიმართ უდიდეს სიყვარულს ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით გამოხატავდა ხოლმე. "მიხარია, რომ ფეხბურთელი ვარ“, - ხშირად იმეორებდა ინტერვიუებში. არანორმალურად უყვარდა და ამაყობდა, რომ მთელი ცხოვრება ფეხბურთი იყო მისი მთავარი სიყვარული.

გუშინ მოულოდნელად, ძალიან ახალგაზრდა, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გადაცემა "რეაქციისა“ და TV პირველის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნემსას გარდაცვალების გამო და მწუხარებით ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს, მეგობრებს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს და სრულიად საქართველოს მის უდროო წასვლას ამ ქვეყნიდან.

ის ხშირად ყოფილა "რეაქციის“ სტუმარი, ხშირად, არაერთხელ.

1988, 1991 წლებში და 1993-95 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში“, 91-92 წლებში ლანჩხუთის "გურიაში“, 12-13 წლებში თბილისის "შევარდენში“ გამოდიოდა, გერმანიის "სამბურგში“, თურქეთის "ტრაბზონსპორში“, შვეიცარიის "გრასჰოპერში“, იტალიურ "რეჯანაში“, თბილისის "ლოკომოტივში“, შოტლანდიურ "დანდიში“. კარიერა "დინამოში“ დაასრულა.

უცხოური მედია, განსაკუთრებით კი ბრიტანული და შოტლანდიური გამოცემები, დიდი მწუხარებით ეხმაურებიან გიორგი ნემსაძის გარდაცვალებას. მედია მას იხსენებს როგორც "დანდის“ ლეგენდას, კულტურულ გმირსა და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ ფეხბურთელს.

...

უცხოური მედია წერს, რომ გიორგის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია როგორც ქართული, ისე შოტლანდიური ფეხბურთისთვის, სადაც გიორგიმ წარუშლელი კვალი დატოვა.

მშვიდად განისვენე, კაპიტანო.

აი, ასე დაემშვიდობა "დინამო“ გიორგი ნემსაძეს".

იხილეთ ასევე: