“გიორგი ქოჩორაშვილი ყოფილი თანაგუნდელის, ხესუს დე მიგელის პანაშვიდზე მივიდა. სწორედ ამ მიზეზით ქართველმა ფეხბურთელმა დღეს სევილიას ვარჯიში გამოტოვა,“ - ამის შესახებ Geo Team-ი წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
30 წლის ხესუს დე მიგელის გარდაცვალებამ ესპანეთის კანარის კუნძულ ტენერიფეზე საყოველთაო გლოვა გამოიწვია. ფეხბურთელის დაღუპვის შემდეგ სტადიონი, სადაც ის ბოლოს თამაშობდა, ხსოვნის მემორიალად იქცა - გულშემატკივრებს ყვავილები, სანთლები, ფოტოები, შარფები და ბავშვების ნახატები მიაქვთ. ტრაგედიის შემდეგ პირველად ისაუბრა მეკარე ხესუს ოვონომაც, რომლის წინააღმდეგ თამაშის დროსაც ფეხბურთელი მატჩის დროს მძიმედ დაშავდა.
საბედისწერო ეპიზოდი შეხვედრის მიწურულს მოხდა. "ანდორას“ მეკარე ხესუს ოვონო ბურთის მოგერიებას ცდილობდა, თუმცა ფეხი ბურთს ასცდა და დარტყმა "ტენერიფეს“ თავდამსხმელს გულ-მკერდის არეში მიაყენა.
დე მიგელი მოედანზე უგონოდ დაეცა. მას გული გაუჩერდა. ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს, თუმცა ფეხბურთელი მეორე დღეს, 3 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: