დიდი ბრიტანეთის პრინც უილიამის საცოლე ქეით მიდლტონისთვის საგვარეულო გერბი შეიქმნა.
მიდლტონის ოჯახის საგვარეულო გერბი წითელ, ლურჯ, ცისფერ, თეთრ და ოქროსფერებშია შესრულებული. მასზე ყვავილები და 3 რკოა გამოსახული. რკოები ქეითისა და მისი და-ძმის სიმბოლოა. გარდა ამისა, რკოები ქეითის ოჯახის მშობლიურ საგრაფოს - ბერკშირსაც ასახავენ, სადაც უამრავი მუხა იზრდება.
საგვარეულო გერბზე ოქროსფერი ასო V არის გამოსახული, რომელიც თავისი ფერით ქეითის დედის გვარის სიმბოლოა, ის გვარად გოლდსმითია.
გერბის თავზე ცისფერი შეკრული ბაფთაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქეითი გათხოვილი არ არის. როგორც კი ის პრინც უილიამის ცოლი გახდება, მათი გერბები გაერთიანდება.
გერბის ავტორი ტომას ვუდკოკია. შესრულებულ სამუშაოში მან 4 400 ფუნტი სტერლინგი აიღო. მიდლტონების ოჯახმა გერბი ზამთარში შეუკვეთა.
მომზადებულია www.dailymail.co.uk-ის მიხედვით.