ნატა ვიბლიანი მის ადვოკატებს - ტარიელ კაკაბაძესა და ნუცა თოფურიას უპირისპირდება. როგორც ვიბლიანი მის “ფეისბუქის“ გვერდზე წერს, მან დიდი ხნის წინ თავად თქვა აღნიშნული ადვოკატების მომსახურებაზე უარი.
ესენი ჩემი ადვოკატები არ ყოფილან, მოგზავნილები იყვნენ და გამოჩნდა, საჯაროდ ვიხილეთ.
კვირას მინდოდა აცილება გამეკეთებინა. 3 დღე მთხოვეს, დღეიდან ჩემი ადვოკატები არ არიან, აუცილებლად გავასაჩივრებ ყველაფერს და მივხედავ უფრო შემართებით და უფრო ძლიერად. ადვოკატები უნდა გისმენდნენ. ადვოკატები როცა ურეკავ, გპასუხობდნენ. ძალიან ბევრი ხნის წინ მიდიოდა ამ საქმიდან ჩამოცილება. დაზარალებულად პროკურატურამ მცნო, აწი უფრო ეფექტურ ბრძოლას გპირდებით,“ - წერს ნატა ვიბლიანი.
ცოტა ხნის წინ ადვოკატებმა, ტარიელ კაკაბაძემ და ნუცა თოფურიამ სოციალურ ქსელში ნატა ვიბლიანის შესახებ დაწერეს. მათი ინფორმაციით, ვიბლიანი მათ აშანტაჟებდა, თამუნა მუსერიძის დაკავებას და სხვა "აბსურდულ საკითხებს" ითხოვდა. ადვოკატებმა მის დაცვაზე უარი თქვეს.
იხილეთ ასევე: