ემირატებში მცხოვრები იასენ იბრაჰიმი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს უკვაშირდება, აბუ-დაბიში მომხდარს ეხმაურება.
“მოგესალმებით, ბევრი მიზიარებს მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბის ვიდეოს. არაფერი კომენტარი არ მაქვს ამ საკითხზე, იმიტომ რომ მათ შორის არის პირადი რაღაცა. “აბაროტის აღება“, თუ რაც არის.
რომ იცოდეთ, ჩვენთან ემირატში, აბუ-დაბიში არის კანონი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ, როგორ დაიწყო. ვინ მიაყენა ერთმანეთს შეურაცხყოფა. ყველა ისჯება კანონით. დუბაის კანონით არავის აქვს ჩხუბის უფლება.
მოკლედ გეტყვით, ორივე მხარე დაჭერილები არიან - მერაბი და მისი ძმაკაცი, უსმანი და მისი გუნდი. ყველა დაჭერილები არიან.
ჩვენთან არ მოსულა ჩხუბი, აზრი არ აქვს ვინ არის მართალი და ვინ არა, ვინ დაიწყო ჩხუბი და ვინ არა. ემირატებში თუ ჩხუბობ გარეთ, ან სასტუმროში, ან ქუჩაში, ყველას დაიჭერენ.
კი, მართლები ხართ ქართველები, გაბრაზებულები ხართ, მაგრამ ძალიან გთხოვთ შეურაცხყოფა არ მიაყენოთ რელიგიას, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა ქრისტიანი ხარ თუ მუსულმანი. აბუ-დაბიში კანონი არის კანონი,“ - ამბობს ვიდეოში იასენ იბრაჰიმი.
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში, ინტერვიუს ჩაწერის დროს თავდასხმის მსხვერპლი გახდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ უახლოვდება მას ზურგიდან დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად და სახეში ურტყამს. მომხდარს ჯგუფური ჩხუბი მოჰყვა, რის შედეგადაც დვალიშვილმა სახისა და თავის არეში დაზიანებები მიიღო.
იხილეთ ასევე: