ავტორი:

"სასამართლო პროცესი დასრულებულია და როგორც ვიცით, ჩვენი ბიჭები 5:00 საათზე უკვე თავისუფლები იქნებიან" - საბა ლაზიშვილის ძმა

"სასამართლო პროცესი დასრულებულია და როგორც ვიცით, ჩვენი ბიჭები 5:00 საათზე უკვე თავისუფლები იქნებიან" - საბა ლაზიშვილის ძმა

საბა ლაზიშვილის ძმის, ზვიად ლაზიშვილის ინფორმაციით, საბას და მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბის ციხიდან დღეს, 5:00 საათისთვის გაათავისუფლებენ.

"ბევრი ადამიანი მწერს საბას და მერაბის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენი საელჩო, RAF-ის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყანა - ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩართული ამ საქმეში. ბევრი ადამიანი შეწუხდა და ცდილობენ, დროულად მოაგვარონ ყველაფერი.

ამ ეტაპზე სასამართლო პროცესი დასრულებულია და როგორც ვიცით, ჩვენი ბიჭები 5:00 საათზე უკვე თავისუფლები იქნებიან.

ზუსტი ვერდიქტი დაახლოებით 12:00 საათზე გვეცოდინება და როგორც ვიცით, ყველაფერი კარგად დამთავრდება და ღვთის შეწევნით, არაფერი ისეთი არ მოჰყვება ამ სიტუაციას", - ამბობს ზვიად ლაზიშვილი.

  • ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში, გუნდთან ერთად, RAF-ის ივენთზე იმყოფებოდა. ის ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ზურგს უკან უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად მიეპარა და ფიზიკურად გაუსწორდა. მერაბის გვერდით იმ დროს იყო 21 წლის საბა ლაზიშვილი, რომელმაც თავდამსხმელები მოიგერია. აბუ-დაბის პოლიციამ ჩხუბში ჩართული ყველა პირი, მათ შორის მერაბი და საბაც დააკავა.

ნახეთ ასევე: