კომპანია Calvin Klein-ის ავტომატები, რომლის საშუალებითაც ბრენდის წარმოებული პარფიუმერიის ყიდვა შეიძლება, პარიზში ჯერ კიდევ 2010 წლის თებერვალში დაამონტაჟეს. თუმცა ამჯერად კომპანიის სარეკლამო აგენტებმა გადაწყვიტეს, ამაზე არ გაჩერდნენ და პარიზის მეტროს ზოგიერთ სადგურზე ავტომატები დადგეს, სადაც პარიზელებს მამაკაცის თეთრეულის ყიდვა შეუძლიათ.
როგორც ფრანგული საიტი zigonet.com იტყობინება, ავტომატი ძალიან მარტივად მუშაობს. ისევე, როგორც ყავის ყიდვის შემთხვევაში, თეთრეულის თქვენთვის სასურველ მოდელს ირჩევთ და მის შესაბამის ღილაკს ხელს აჭერთ. ანგარიშის გასწორება საკრედიტო ბარათით ხდება.
მომზადებულია zigonet.com-ის მიხედვით.