ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად ჩამონგრეულ კორპუსში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება. მაშველები ამჟამად 3 ადამიანს ეძებენ.
ცოტა ხნის წინ, 2 ადამიანის- ქალისა და ბავშვის ცხედარი ამოასვენებს. ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაღუპულია გადარჩენილი 3 წლიას თაიას დედა - ნინო ჭელიძე.
ასევე ამოსვენებულია ქალისა და ბავშვის ცხედრები. ჯერჯერობით მათი ვინაობა არაა იდენტიფიცირებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის ინფორმაციით, გადარჩენილი მცირეწლოვანი მეორე და მესამე სართულს შორის იპოვეს მაშველებმა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიდამოში აღმოაჩინეს ცხედრებიც.
მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის 3 ადამიანის ცხედარია ამოსვენებული, 2 ქალის და ერთი ბავშვის.
“ამ დროისთვის ნანგრევებიდან 1 ბავშვისა და 2 ქალის ცხედარია ამოსვენებული... ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს. სამი ადამიანი რჩება, რომელზეც მიმდინარეობს ძებნა“, - აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
იხილეთ ასევე: