ავტორი:

ისტორიული სამმხრივი შეხვედრა შენჟენში - ტრამპმა, პუტინმა და სი ძინპინმა “მშვიდობის ერთობლივი დეკლარაცია“ გამოაქვეყნეს: რა წერა დოკუმენტში?

ისტორიული სამმხრივი შეხვედრა შენჟენში - ტრამპმა, პუტინმა და სი ძინპინმა “მშვიდობის ერთობლივი დეკლარაცია“ გამოაქვეყნეს: რა წერა დოკუმენტში?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ისტორიული სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ “მშვიდობის ერთობლივი დეკლარაცია“ გამოაქვეყნეს.

ლიდერები ერთმანეთს 90 წუთის განმავლობაში შეხვდნენ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ შენჟენში, აზიურ-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტებს მანამდეც ჰქონიათ პირისპირ შეხვედრები, ეს მათი პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები გახლდათ.

  • ერთობლივ დეკლარაციაში ლიდერებმა განაცხადეს, რომ “ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერ იარსებებს და იგი არასდროს არ უნდა იქნეს დაწყებული“.

  1. დოკუმენტის თანახმად, სამი ქვეყანა გეგმავს ნავთობის წარმოებისა და მიწოდების გაზრდას.
  2. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ “ერთგულნი არიან გაეროს რეფორმირების“, რათა ორგანიზაციამ გლობალურ გამოწვევებს უფრო ეფექტურად უპასუხოს.
  3. დეკლარაციაში ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო მოხელეთა იმუნიტეტის საკითხზეც და აღინიშნა, რომ “სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) და სხვა მსგავსმა ინსტიტუტებმა ბოროტად არ უნდა გამოიყენონ თავიანთი იურისდიქცია“.

შეხვედრები კულუარებში

ჩინეთში ყოფნისას, სამმხრივ შეხვედრამდე, ტრამპი პირისპირ შეხვდა პუტინს (ეს იყო მათი პირველი შეხვედრა 2025 წლის აგვისტოს შემდეგ), სადაც ამერიკელმა ლიდერმა რუს კოლეგას “ჩემი მეგობარი“ უწოდა. ტრამპი ასევე ცალკე ესაუბრა სი ძინპინს და მათ ურთიერთობას “ძალიან განსაკუთრებული“ უწოდა.

სამი ქვეყნის პრეზიდენტმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები შენჟენში მდებარე ექსკლუზიურ კურორტ “Kylin Villa“-ში გამართა. შეხვედრის გახსნით სიტყვაში სი ძინპინმა აღნიშნა, რომ “დიდ სახელმწიფოებს შორის პოზიტიური ურთიერთქმედება არჩევანის საკითხი კი არა, სავალდებულო მოთხოვნაა“.

პუტინმა ხაზი გაუსვა უკრაინის ომის დასრულების საერთო ინტერესს და დასძინა, რომ საუბარი ასევე შეეხებოდა სურსათისა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

ჩინეთი ოფიციალურად ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და უარყოფს კიევისა და მისი მოკავშირეების ბრალდებებს მოსკოვის ფარული მხარდაჭერის შესახებ. პეკინი რეგულარულად მოუწოდებს მხარეებს მოლაპარაკებებისა და პოლიტიკური მოწესრიგებისკენ, თუმცა თავიდან იცილებს რუსეთის აგრესიის დაგმობას.

  • ლიდერების განცხადებები: ბირთვული იარაღი, ირანი და უკრაინის კონფლიქტი

ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიოს სამი უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტებს “განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ ეკისრებათ პროდუქტიული დიალოგის შესანარჩუნებლად.

“წარსულში ლიდერები ხშირად ერიდებოდნენ იმ ერებთან საუბარს, რომლებთანაც უთანხმოება ჰქონდათ; ჩვენ საპირისპიროს ვგრძნობთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ყურადღება გაამახვილა სამი ქვეყნის ბირთვულ პოტენციალზე და განაცხადა, რომ ისინი უნიკალურ პოზიციაში არიან დედამიწაზე ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირების განსახილველად. მისი თქმით, “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ თანამშრომლობა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ბირთვული იარაღის გავრცელების საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში, და დასძინა: “სწორედ ამას ვაკეთებთ ირანში - ჩვენ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლებას არ მივცემთ“.

უკრაინის საკითხზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ მას და პუტინს უკვე ჰქონდათ “ხანგრძლივი დისკუსია“ ამ კონფლიქტზე და გამოთქვა იმედი, რომ პუტინს და “მეორე მხარესაც“ ომის დასრულება სურთ.

  • პუტინის პრესკონფერენცია: იალტის 1945 წლის კონფერენციასთან შედარება და ყირიმის ხიდი

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ პუტინმა მედიასთან ისაუბრა და სამიტი “დიპლომატიის ისტორიაში მნიშვნელოვან თავად“ შეაფასა. მან განაცხადა, რომ უკრაინა და ევროპა ჯერ არ არიან მზად კომპრომისებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთმა ევროკავშირის წარმომადგენლები მოსკოვში მიიწვია ევროპის პოზიციის უკეთ გასაგებად.

იმ დროს, როდესაც ჩინეთში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და პუტინი პრესკონფერენციას მართავდა, უკრაინის დედაქალაქი კიევი რუსული დრონების თავდასხმის ქვეშ იმყოფებოდა. პუტინი კვლავ უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის ყველა წინადადებას და ითხოვს მაქსიმალისტური პირობების შესრულებას, რაც კიევისა და ევროპელი მოკავშირეების შეფასებით, ფაქტობრივ კაპიტულაციას ნიშნავს.

კრემლის ლიდერმა ასევე პირობა დადო, რომ “გაცილებით მტკივნეულ“ პასუხს გასცემს უკრაინის იერიშს ყირიმის ხიდზე, სადაც სამშაბათს სარაკეტო და დრონების დარტყმის შედეგად ცენტრალური საავტომობილო მონაკვეთი განადგურდა.

შენჟენში პუტინმა პირდაპირ უპასუხა შედარებებს 1945 წლის იალტის კონფერენციასთან: “იალტაში მსოფლიო არავის გაუყვია. მან უბრალოდ ასახა ის რეალობა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. რაც შეეხება დღევანდელ კონფლიქტებს, ადგილზე არსებული რეალობის აღიარება აუცილებელი გახდება“.

კრემლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში პუტინი სი ძინპინს ემშვიდობება და მადლობას უხდის: “არ მგონია, ვინმე ელოდა, რომ ყველაფერი ასე კარგად ჩაივლიდა“.

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელ CCTV-ის ცნობით, სი ძინპინმა შეხვედრა “პოზიტიურად, კონსტრუქციულად და მაღალპროდუქტიულად“ შეაფასა.

წყარო

იხილეთ ასევე: