ავტორი:

"ვერ ვიჯერებ, არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში და აღარ გაამხიარულებ მთელ სკოლას“ - რას წერს სოფო ჯაფარიძე ფონიჭალაში აფეთქებისას დაღუპულ ბავშვზე

"ვერ ვიჯერებ, არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში და აღარ გაამხიარულებ მთელ სკოლას“ - რას წერს სოფო ჯაფარიძე ფონიჭალაში აფეთქებისას დაღუპულ ბავშვზე

პოლიტიკოსი სოფო ჯაფარიძე ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა, აფეთქების შედეგად დაღუპული 7 წლის არიანა მისი შვილის კლასელი იყო.

  • ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და პატარა გოგონას ემშვიდობება. წერს, რომ არიანა კლასის ყველაზე მხიარული და საყვარელი ბავშვი იყო და მის გარეშე ყოფნა თანაკლასელებს ძალიან გაუჭირდებათ

"ღმერთო რატომ, სად წახვედი ჩვენო პატარა გოგოო? ყველაზე მხიარულო და ყველაზე საყვარელო, როგორ მოენატრები ვახუნას და მთელ კლასს ვერ ვიჯერებ არიანა რომ აღარ იკაშკაშებ კლასში და აღარ გაამხიარულებ მთელ სკოლას

გვიყვარხარ არიანა, ძალიან გვიყვარხარ", - წერს სოფო ჯაფარიძე.

ცნობისთვის, 19 ნოემბერს, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. შედეგად გამოწვეულ ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია - ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი, მათ შორის ერთი ბავშვი, მაშველებმა საერთო ჯამში 5 მოქალაქე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში", - აცხადებს თამაზაშვილი.