ავტორი:

რევოლუციური აბი პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ - რა ხდება ცნობილი ექსპერიმენტული მკურნალობის შესახებ, რომელმაც პაციენტს სიმსივნური კერები სრულიად გაუქრო

რევოლუციური აბი პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ - რა ხდება ცნობილი ექსპერიმენტული მკურნალობის შესახებ, რომელმაც პაციენტს სიმსივნური კერები სრულიად გაუქრო

ონკოლოგები პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) კიბოს მკურნალობაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში უდიდეს მიღწევაზე საუბრობენ. ექსპერიმენტულმა აბმა, რომელსაც პაციენტი ყოველ დღე იღებდა, ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და რთულად სამკურნალო სიმსივნური კერების შემცირება, ხოლო ზოგ შემთხვევაში მათი სრული გაქრობა აჩვენა.

კვლევაში, სადაც პრეპარატ daraxonrasib-ს ქიმიოთერაპიასთან ერთად იყენებდნენ, 12 პაციენტიდან ერთში (დაახლოებით 8%-ში) კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე (CT) სიმსივნე სრულად გაქრა და მისი აღმოჩენა შეუძლებელი გახდა.

კვლევაში მონაწილეობდა 61 პაციენტი, რომლებსაც ახალი დიაგნოსტირებული ჰქონდათ პანკრეასის კიბო, მეტასტაზები კი უკვე საკმაოდ იყო გავრცელებული. მონაწილეთა თითქმის 90%-ში სიმსივნის ზრდა შეჩერდა. პაციენტთა 60%-ზე მეტს სიმსივნური წარმონაქმნების შემცირება ან გაქრობა აღენიშნა.

ექიმები საშუალოდ წელიწად-ნახევრის განმავლობაში აკვირდებოდნენ პაციენტებს და ზოგიერთ მათგანს ამ პერიოდში დაავადება საერთოდ არ დაჰბრუნებია. თუმცა, მედიკოსები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს შეინარჩუნებს პრეპარატი ამ ეფექტს.

ბრიტანულმა ორგანიზაციამ Cancer Research UK ამ შედეგებს პანკრეასის კიბოთი დაავადებული პაციენტებისთვის “ათწლეულების უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა, დოქტორმა სემ გოდფრიმ განაცხადა: “ახალმა მედიკამენტმა შეძლო იმის მკურნალობა, რაც აქამდე განუკურნებლად ითვლებოდა“.

Daraxonrasib წარმოადგენს მიზნობრივ (სამიზნე) ინჰიბიტორს, რომელიც აშშ-ში უკვე დამტკიცებულია. პრეპარატი უკავშირდება და თიშავს კონკრეტულ გენეტიკურ მუტაციებს (რომელთაც RAS მუტაციები ეწოდება), რომლებიც პანკრეასის სიმსივნეების უმეტესობაში გვხვდება და უჯრედების გამრავლებას უწყობს ხელს.

ვინაიდან მსგავსი RAS მუტაციები გვხვდება ათობით სხვა ონკოლოგიურ დაავადებაშიც (მათ შორის ფილტვისა და საკვერცხის კიბოში), მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მედიკამენტი სხვა პაციენტებსაც დაეხმარება.

წყარო

იხილეთ ასევე: