ავტორი:

ესპანური მედია ჯორჯინას პირველ კომენტარს ასაჯაროებს - რას აცხადებს ის ილია თოფურიასა და ქართველი ლამაზმანის ახალ რომანზე?

ესპანური მედია ჯორჯინას პირველ კომენტარს ასაჯაროებს - რას აცხადებს ის ილია თოფურიასა და ქართველი ლამაზმანის ახალ რომანზე?

UFC-ის ჩემპიონ ილია თოფურიასა და ქართველი მოცეკვავის, ლინა სიჭინავას სავარაუდო რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ესპანური მედია უკვე აქტიურად წერს. ამჯერად გამოცემა libertaddigital-ი ილია თოფურიას ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის კომენტარს ავრცელებს.

  • “ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიას ახალი შეყვარებული ჰყავს - ქართველი მოცეკვავე ლინა სიჭინავა, რომელსაც სპორტსმენი დაახლოებით ერთი თვეა ხვდება. წყვილმა ერთმანეთი საქართველოში ილიას ვიზიტისას გაიცნო, სადაც UFC-ის ჩემპიონი ოჯახის მოსანახულებლად და საწვრთნელად იმყოფებოდა.

ლინა სიჭინავა პროფესიონალი მოცეკვავეა და საქართველოს ეროვნულ ბალეტ “სუხიშვილებში“ მოღვაწეობს , ასევე მუშაობს მოდელად სააგენტო Look Models Management-ში,“ - წერს გამოცემა და იქვე აღნიშნავს, რომ გადაცემა Es la Mañana de Federico-ს რუბრიკა Crónica Rosa-მ ილია თოფურიას ყოფილი პარტნიორის, ჯორჯინა უზკატეგის პირველი კომენტარი მოიპოვა.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იგი ყოფილი მეუღლისა და შვილის მამის ახალ ურთიერთობაზე, ჯორჯინამ უპასუხა: “ვიმედოვნებ, ძალიან ბედნიერები არიან, რადგან ვინც მშვიდად ცხოვრობს, სხვის მშვიდობას არ არღვევს. ჩემი მხრივ, ძალიან ბედნიერი ვარ რომ ცხოვრების ეს ეტაპი დავხურე. მთელი გულით ვუსურვებ მათ საუკეთესოს“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯორჯინა უზკატეგუის დაშორდა, რომელთანაც საერთო ქალიშვილი ჰყავს. მათი განშორება სასამართლო დავის ფონზეც მიმდინარეობდა.

წყარო

იხილეთ ასევე: