გერმანიის ქალაქ ლანგენბრუკში მსოფლიოში ყველაზე გრძელი ცხირის პატრონის გამოსავლენად ჩემპიონატი ჩატარდა.
ყველაზე გრძელი ცხვირის მფლობელი თურქი მაჰმედ ოზურეკია. მისი ცხვირის სიგრძე 8,8 სმ-ია, ოზურეკი გინესის წიგნის რეკორდსმენია.
კონკურსის ტრადიცია სათავეს 1961 წლიდან იღებს - ქალაქ ლანგერბურკის გამგებელი პაბში შევიდა და გრძელცხვირა ხალხის დაცინვა დაიწყო. ამის შემდეგ ნაწყენმა ადამიანებმა გადაწყვიტეს "გრძელი ცხვირების ასოციაცია" დაეარსებინათ, სადაც გაწევრიანება ყველა იმ ადამიანს შეეძლებოდა, ვისი ცხირის სირგძე 60 მმ-ს აღემატებოდა.
ამჟამად კლუბში 330 რეგისტრირებული წევრია. ყველაზე გრძელი ცხვირის გამოსავლენი კონკურსი კი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. მსაჯები თითოეულ მონაწილეს ცხვირის სიგრძესა და სიგანეს უზომავენ.
მომზადებულია www.odditycentral.com-ის მიხედვით.