ბრაზილიის ქალაქ სან-ჟოზე-დუ-რიუ-პრეტუში ხარი მადევრებს ტანსაცმლის მაღაზიაში დაემალა. ცხოველი მაღაზიაში მშვიდად შევიდა და მანეკენებს შორის ვიტრინაში ჩადგა.
ხარი აგრესიული მაშინ გახდა, როცა მას საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა მიაკითხეს. ცხოველმა ვიტრინის მინა გაამტვრია და გაიქცა, თუმცა მიუხედავად წინააღმდეგობისა, მალევე დააკავეს და ფერმაში წაიყვანეს.
აღმოჩნდა, სატვირთო მანქანა, რომელსაც პურუტყვი გადაჰყავდა, გზაზე ამოტრიალდა, რის შემდეგაც ცხოველები გაიქცნენ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.