საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობის პრეტენდენტები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობის პრეტენდენტები

საერთაშორსიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყველაზე სარწმუნო კანდიდატები საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი კრისტინ ლაგარდი და გერმანიის ”ცენტრობანკის” ყოფილი ხელმძღვანელი აკსელ ვებერი არიან. The Daily Telegraph-ის ინფორმაციით, თანამდებობის დაკავება დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნსაც სურს, თუმცა ქვეყნის ამჟამინდელმა პრემიერმა დევიდ კემერონმა უკვე მინიშნება გააკეთა, რომ ამ კანდიდტაურის წინააღმდეგია.

დამკვიდრებული წესებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ევროპელი უნდა იყოს, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი კი ამერიკელი. ამის გამო ამერიკელი ფინანსისტების კანდიდატურები საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არ განიხილება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ორგანიზაციის პრეზიდენტი დომინიკ სტროს-კანი გადადგა. 14 მაისს ის ნიუ-იორკის აეროპორტში დააკავეს. მას სასტუმრო Sofitel-ის დამლაგებელზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ