91 წლის კალიფორნიელი თვითმკვლელობის იარაღს ყიდდა

91 წლის კალიფორნიელი თვითმკვლელობის იარაღს ყიდდა

91 წლის კალიფორნიელი შარლოტა ჰაიდორნი თვითმკვლელობისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას ყიდდა. მის სახლში გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები მუშაობენ. როგორც "ასოშეითედ პრესი" იუწყება, ჰაიდორნი კომპანიას ფლობს, რომელიც "თვითმკვლელების აღჭურვილობას" აწარმოებს და ყიდის.

ეს ნაკრები პლასტიკურ პაკეტს და მოქნილ მილს წარმოადგენს, რომელშიც ჰელიუმი გადის. შარლოტა ჰაიდორნის კომპანია ამ ხელსაწყოს ტელეფონით, ან ფოსტით ყიდდა. მისი ღირებულება 60 დოლარი იყო.

ჰაიდორნის თქმით, 25 მაისს მისი სახლი გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა გაჩხრიკეს. აგენტებმა 91 წლის "მეწარმისგან" საკერავი მანქანა და ყუთებში დაფასოებული, უკვე დამზადებული თვითმკვლელობის იარაღი ამოიღეს.

22 მაისს ნიუ-იორკში ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტის და კომპოზიტორის ჯოზეფ ბრუკსის სხეული იპოვნეს. სავარაუდოდ, რეჟისორმა სწორედ ამ იარაღით მოიკლა თავი.

2010 წლის დეკემბერში ორეგონში მცხოვრებმა 29 წლის ახალგაზრდამაც თავი ჰაიდორნისგან ნაყიდი მოწყობილობით მოიკლა.

მომზადებულია AP Associated Press-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს