ზიმბაბვეში ყოველწლიური მახინჯების კონკური ჩატარდა. კონკურსის მიზანი ქვეყნის ყველაზე შეუხედავი ადამიანის გამოვლენაა.
კონკურსის შედეგების მიხედვით, ზიმბაბვეს ყველაზე მახინჯ მკვიდრად 30 წლის ოსტინ მბევე დაასახელეს. ის ქალაქ ბულავაიოში ცხოვრობს. გამარჯვებულმა 1200 სამხრეთ-ამერიკული რანდის ოდენობის ჯილდო მიიღო.
მბევე წარმატებით კმაყოფილია. მისი თქმით, სიმახინჯის გამო მთელი ცხოვრება დასცინოდნენ, ახლა კი გარეგნობამ წარმატება მოუტანა.
სულ შეჯიბრში სპეციალურად შერჩეული 15 მახინჯი მამაკაცი მონაწილეობდა. ჟიური ქალებისგან შედგებოდა. კონკურსს მხარს ზიმბაბვეს ტურიზმის სამინისტრო და ეროვნული ხელოვნების საბჭო უჭერდნენ.
კონკურსი ზიმბაბვეში წელს მესამედ ჩატარდა.
მომზადებულია www.herald.co.zw-ის მიხედვით.