ინტერიერის დიზაინი

ინტერიერის დიზაინი

”ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა”, - ვინც ამ ფრაზას ეთანხმება, ყოველთვის ცდილობს სახლში ისეთი გარემო შექმნას, სადაც თავს ყველაზე დაცულად და კომფორტულად იგრძნობს. როგორ მოვაწყოთ ინტერიერი და რა ახალი ტენდენციებია ამ სფეროში, თქვენს კითხვებს ინტერიერის დიზაინერი ნინო გრიგორიანი უპასუხებს.

მკითხველი ციცო: ვცხოვრობ ერთ ოთახიან ე.წ. "ხრუშჩოვკაში". მინდა რომ ბინა მინიმალიზმის სტილში გადავაკეთო. ვაპირებ კედელი რომელიც მისაღებ ოთახს სამზარეულოსგან და საპირფარეშოსგან ყოფს, ნახევარზე მოვხსნა. დასაშვებია თუ არა ასეთი რამის გაკეთება? თქვენ რას მირჩევთ? როგორ შეიძლება ასეთ ბინაში ფართი მაქსიმალურად გავზარდო?

ერთ ოთახიან ”ხრუშოვკის” ბინაში ფართის მაქსიმალურად მოგება შეუძლებელია.  ფართის მოგების ერთადერთი საშუალებაა, თუ აივანს ამოაშენებთ.  ამისათვის საჭიროა მერიიდან თანხმობა. რაც შეეხება კედლის მოხსნას შესაძლებელია, მაგრამ კონსტრუქტორის კონსულტაციაა  საჭირო.  მნიშვნელობა აქვს სართულს და კედლის სისქეს.

მკითხველი ნანა: საძინებელში რომელი ფერების გამოყენებაა სასურველი?

საძინებელ ოთახში უფრო მისაღებია მშვიდი და ნაზი ფერები. ამავე დროს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთი მკვეთრი ფერი (არა ლურჯი და წითელი ფერი) მაგალითად: კრემისფერი და ყავისფერი ან ტერაკოტა; სალათის ფერი და მუქი მწვანე. მუქი ფერები შეიძლება გამოვიყენოთ ფარდებზე ან რომელიმე ერთ კედელზე.

მკითხველი სოფო: მართალია, რომ ნარინჯისფერი მადას აღვიძებს? სასურველია თუ არა ამ ფერით სამზარეულოს შეღებვა?

საერთოდ, კედლის ფერები სასურველია იყოს ღია, რადგან ოთახს ვიზუალურად უფრო ადიდებს. ნარინჯის ფერი შეიძლება გამოვიყენოთ დეკორად ან ავეჯის რაღაც ნაწილში.

მკითხველი ხატია: სახლში ჭერის რა სიმაღლეა საჭირო ანტრესოლის გასაკეთებლად? რა არის ანტრესოლის უპირატესობები?

ანტრესოლი შეიძლება მოისაზროს ორ ვარიანტად: შესანახი ანტრესოლი და ოთახში მეორე დონის დამატება.

შესანახი ანტრესოლის გასაკეთებლად ჭერის მინიმალური ზომაა 3.20 მ. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შეგვიძლია ოჯახის არაყოველდღიური ნივთები შევინახოთ და მოვაცილოთ თვალთა ხედვის არედან. დღევანდელ დღეს ანტრესოლს ამ ფუნქციით აღარ აკეთებენ.  დაგეგმარების დროს ითვალისწინებენ ან კედელში ჩაშენებულ კარადას, ან ცალკე ოთახს.

ოთახის მინიმალური სიმაღლე 4.20 მ.  გვაძლევს იმის საშუალებს რომ გავაკეთოთ მეორე დონე, რასაც შესაძლებელია ვუწოდოთ ”ანტრესოლი ”. ანტრესოლში შეიძლება გაკეთდეს სამუშაო სივრცე, საძინებელი ან მოსასვენებელი ”ლაუნჯ” ტიპის ოთახი.

მკითხველი მარიკა: ოთახი მაქვს კონტრასტულ ფერებში, შინდისფერი იატაკი და ლურჯი კედლები რა ფერის ავეჯის შეძენას მირჩევთ?

ოთახში სადაც მუქი კედლები და იატაკია გირჩევდით ღია ფერის ავეჯს: თეთრს, ღია ხის ფერს და ღია ლიმნის ფერს. გასათვალისწინებელია თქვენი ოთახის სტილისტიკა.

მკითხველი ნინო: სამზარეულოს კედლები მაქვს თეთრ ფერში, ვაპირებ ახალი სამზარეულოს ყიდვას, როგორ ფიქრობთ, თეთრი სამზარეულო რომ შევიძინო, რამდენად მიზანშეწონილი იქნება?

თეთრი სამზარეულოც მოუხდება, მაგრამ გირჩევდით მუქი ფერის ან სხვა ღია ტონის სამზარეულოს შეძენას.

მკითხველი ლია: ვცხოვრობ ე.წ. "ხრუშჩოვკაში", ბინას საკმაოდ დაბალი ჭერი აქვს. როგორ შეიძლება სიმაღლე ვიზუალურად გავზარდო?

თქვენი ბინის ჭერის და სივრცის ვიზუალურად გასაზრდელად გირჩევდით ღია ფერებით შეღებვას. ჭერი აუცილებლად თეთრი უნდა იყოს ან შეიძლება გააკეთოთ ”ბარისოლი”, რომელიც ირეკლავს და ვიზუალურად ამაღლებს ჭერს .

მკითხველი ნათია: სად შეიძლება მოვიძიო ინფორმაცია ინტერიერის დიზაინში ახალი ტენდენციების შესახებ?

ახალი ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგვიძლია ინტერნეტისა და ჟურნალების საშუალებით, ასევე გამოფენებზე რომლებიც ტარდება ყოველ წელს.

www.archdaily.com

www. oninteriordesign.blogspot.com

www.salon.ru

www. bucee.org

www.home-designing.com

მკითხველი ნანა: რამდენად სასურველია სამზარეულოში შავი შეფერილობის იატაკი?

იატაკის ფერი დამოკიდებულია ოთახის ფერთა გამაზე. თუ იატაკის შავი ფერი შეესაბამება ავეჯს და კედლებს, მაშინ ის სრულიად მისაღებია.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4
  1. ვცხოვრობ ერთოთახიან ე.წ. ”ხრუშჩოვკაში”. მინდა რომ ბინა მინიმალიზმის სტილში გადავაკეთო. ვაპირებ კედელი რომელიც მისაღებ ოთახს სამზარეულოსგან და საპირფარეშოსგან ყოფს ნახევარზე მოვხსნა. დასაშვებია თუ არა ასეთი რამის გაკეთება? თქვენ რას მირჩევთ? როგორ შეიძლება ასეთ ბინაში ფართი მაქსიმალურად გავზარდო?

  1. საძინებელში რომელი ფერების გამოყენებაა სასურველი?

  1. მართალია, რომ ნარინჯისფერი მადას აღვიძებს? სასურველია თუ არა ამ ფერით სამზარეულოს შეღებვა?

  1. სახლში ჭერის რა სიმაღლეა საჭირო ანტრესოლის გასაკეთებლად? რა არის ანტრესოლის უპირატესობები?

  1. ოთახი მაქვს კონტრასტულ ფერებში, შინდისფერი იატაკი და ლურჯი კედლები რა ფერის ავეჯის შეძენას მირჩევთ?

  1. სამზარეულოს კედლები მაქვს თეთრ ფერში, ვაპირებ ახალი სამზარეულოს ყიდვას, როგორ ფიქრობთ, თეთრი სამზარეულო რომ შევიძინო, რამდენად მიზანშეწონილი იქნება?

  1. ვცხოვრობ ე.წ. ”ხრუშჩოვკაში”, ბინას საკმაოდ დაბალი ჭერი აქვს. როგორ შეიძლება სიმაღლე ვიზუალურად გავზარდო?

  1. სად შეიძლება მოვიძიო ინფორმაცია ინტერიერის დიზაინში ახალი ტენდენციების შესახებ?

  1. რამდენად სასურველია სამზარეულოში შავი შეფერილობის იატაკი?

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს