სამხრეთ ოსეთის პრემიერმა საკუთარი თანამდებობა სწორად ვერ დაწერა

სამხრეთ ოსეთის პრემიერმა საკუთარი თანამდებობა სწორად ვერ დაწერა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი უცოდინრობაში გამოიჭირეს. პრემიერმა აფხაზეთის საელჩოში თანაგრძნობის წიგნში ჩანაწერის გაკეთებისას, უხეში შეცდომები დაუშვა. ბროვცევმა აფხაზეთის პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისა ("призидент") და პრემიერ-მინისტრის ("примьер министр") სახელით თანაგრძნობა გამოხატა.

”ბროვცევმა სიტყვა "призидент"-ი ორჯერვე ერთნაირად, შეცდომით დაწერა. ამასთან, ისეთი რთული სიტყვების დაწერისას, როგორიცაა "парламент" და "родственники", მას შეცდომა არ დაუშვია”, - წერს vesti-ს ჟურნალისტი.

პრემიერის შეცდომაზე ყურადღება ბლოგერმა ლიზა ვალიევამ გაამახვილა. მის ელექტრონულ დღიურში აფხაზეთის საელჩოს საიტზე გამოქვეყნებული ჩანაწერის ფოტოასლია გამოქვეყნებული.

ვადიმ ბროვცევს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული: მან სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის "ეკონომიკისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების დაგეგვმის" ფაკულტეტი დაამთავრა.

მომზადებულია vesti.kz-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს