ბანკები ვალდებულნი ხდებიან, ხელშეკრულებებში ყველა ფინანსური ხარჯი მიუთითონ

ბანკები ვალდებულნი ხდებიან, ხელშეკრულებებში ყველა ფინანსური ხარჯი მიუთითონ

"საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების" წესი ძალაში დღეიდან შედის.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი წესი სებ-მა მოამზადა და მისი მიზანია საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა და საბანკო სექტორში გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება.

აღნიშნული წესის თანახმად, ბანკები ვალდებულნი იქნებიან ხელშეკრულებებში მიუთითონ ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც კრედიტითა და დეპოზიტით სარგებლობასთან არის დაკავშირებული. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მუდმივი მონიტორინგის თვალსაზრისით, ეროვნულ ბანკში სპეციალური განყოფილებაც შეიქმნა.

ახალი წესების მიზნისა და კონკრეტული დებულებების შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ