ჯორჯ სოროსი - ჩვენ კრახის პირას ვართ, აუცილებელი ცვლილებების დრო მოვიდა

ჯორჯ სოროსი - ჩვენ კრახის პირას ვართ, აუცილებელი ცვლილებების დრო მოვიდა

უახლოეს მომავალში ევროზონას რამდენიმე წევრი ქვეყანა დატოვებს, - აცხადებს მილიარდერ ჯორჯ სოროსი და ბლოკის ლიდერებს "გეგმა ბ"-ს შემუშავებას სთავაზობს, რომელიც ევროკავშირს გარდაუვალი ეკონომიკური კრახისგან იხსნის.

"ევროზონას მექანიზმის შემუშავება მოუწევს, რომელიც შედარებით სუსტ ქვეყნებს ბლოკის დატოვების შესაძლებლობას მისცემს", - სოროსის განცხადებას Bloomberg-ი ციტირებს.

"ჩვენ ეკონომიკური კრახის საფრთხის წინაშე ვართ, რომელიც საბერძნეთიდან იწყება, მაგრამ ის, შესაძლოა, დანარჩენ ქვეყნებზეც გავრცელდეს. საჭიროა ცვლილებები. ევროპის კრიზისის სათავე ევროა და ეს კრიზისი ღრმავდება. ხელისუფლება მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ დამატებითი დროის ყიდვას ცდილობს, მაგრამ დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს. ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ვალების პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზები უნდა ეძებონ. რადგან ევროკავშირის გადარჩენა ყველასთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, აუცილებელია "გეგმა ბ", რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს", - აცხადებს სოროსი.

სოროსის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ გარდაქმნების აუცილებლობა და იმოქმედონ. "ჩვენ კრახის პირას ვართ, აუცილებელი ცვლილებების დრო მოვიდა", - აღნიშნა სოროსმა.

მომზადებულია Bloomberg-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ