ცნობილი ყაჩაღის ერთადერთი ფოტო 2.3 მლნ დოლარად გაიყიდა

ცნობილი ყაჩაღის ერთადერთი ფოტო 2.3 მლნ დოლარად გაიყიდა

ცნობილი ამერიკელი ყაჩაღის, ბილი კიდის ერთადერთი ფეროტიპული ფოტო აუქციონზე 2.3 მლნ დოლარად გაიყიდა. ფოტო კერძო კოლექციონერმა დენვერის ყოველწლიურ აუქციონზე შეიძინა.

ორგანიზატორები ლოტს 300-400 ათას დოლარად აფასებდნენ. ცნობილი ფოტო 1879-1880 წლებში ფორტ სამერში, ნიუ-მექსიკოშია გადაღებული. ფოტოზე ამერიკელი ყაჩაღი კარაბინით ხელში პოზირებს, მარცხენა ხელთან ”კოლტის” რევოლვერი ჩანს.

ამ ფოტოზე დაყრდნობით, ბილი კიდზე გადაღებული ვესტერნის ”ცაცია-მსროლელის” (The Left Handed Gun)  ავტორებმა (ფილმში მთავარ როლს პოლ ნიუმენი თამაშობს) შეცდომით ივარაუდეს, რომ ბილი კიდი ცაცია იყო. ცნობილია, რომ ფეროტიპულ ფოტოებზე გამოსახულება სარკისებურად შებრუნებულია.

ბილი კიდი მე-19 საუკუნის დასასრულს ცხოვრობდა. ლეგენდის თანახმად, კიდი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის მანძილზე მან 21 ადამიანი მოკლა.

მომზადებულია AP Associated Press-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს