მერლინ მონროს სახელობის შამპანური ჩამოასხეს

მერლინ მონროს სახელობის შამპანური ჩამოასხეს

ფრანგულმა შამპანურის მწარმოებელმა JM Gobillard & Fils-მა და ნორვეგიულმა კომპანია Rosmersholm-მა მერლინ მონროს პატივსაცემად შამპანური ჩამოასხა. შამპანური ბორდოში, ღვინის გამოფენა - Vinexpo-ზე წარმოადგინეს. 

შამპანური MarilynMonroePremierCruBrut შედგება 50% შარდონეს, 25% პინო-მიონიესა და 25% პინო-ნუარისგან.

მონროს პატივსაცემად გამოშვებული შამპანური სარდაფში, დაახლოებით, 3 წელი ინახებოდა. ერთი ბოთლი ”მერლინ მონრო” 65 ევრო ღირს.

ცოტა ხნის წინ, რუსეთში მერლინ მონროს ფორმის ნაყინიც ჩამოასხეს.

მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს