კლიმტისა და ვან გოგის მოტივებზე ბარბის თოჯინა შექმნეს

კლიმტისა და ვან გოგის მოტივებზე ბარბის თოჯინა შექმნეს

კომპანია Mattel-მა ბარბის საკოლექციო თოჯინები გამოუშვა. თოჯინები კლიმტის, დავინჩის და ვან გოგის მოტივებზეა შექმნილი. თოჯინის ღირებულება 35 დოლარია.

სამივე თოჯინა დიზაინერმა ლინდა კიამ შექმნა. ყოველ თოჯინას შენარჩუნებული აქვს მხატვრების სტილი. მაგალითად, ბარბი - ”ვარსკვლავიანი ღამე” ვან გოგის ამავე ნახატის მოტივს იმეორებს და მსგავსი კაბა აცვია.

მეორე ბარბი დავინჩის ”მონა-ლიზას” ჩაცმულობას იმეორებს. თოჯინა იმავე პოზაში დგას, როგორშიც ჯოკონდა დახატა მხატვარმა.

კოლექცია შეიცავს ასევე კლიმტის ნახატის - ”ადელე ბლოჰ-ბაუერის პორტრეტის” მიხედვით შექმნილ ბარბის.

თოჯინა ”ბარბი” რუთ ჰენდლერმა გამოიგონა და პირველად 1959 წელს გამოუშვეს.

მომზადებულია tabletmag.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს