ინდოეთში შვილის ყოლაზე უარის თქმის სანაცვლოდ ავტომობილს ჩუქნიან

ინდოეთში შვილის ყოლაზე უარის თქმის სანაცვლოდ ავტომობილს ჩუქნიან

ინდოეთში რაჯასტხანის რაიონის ჯანდაცვის სამინისტრო ავტომობილებს ჩუქნის ყველა იმ ცოლ-ქმარს, რომელიც შვილის ყოლაზე უარს იტყვის - წყვილს სტერილიზაციას უკეთებენ.

კამპანია ამ რაიონში მოსახლეობის რაოდენობის ზრდას უკავშირდება. ნებაყოფლობითი სტერილიზაციის  სანაცვლოდ, მოხალისეები ავტომობილებთან ერთად სხვა საჩუქრებსაც მიიღებენ, მათ შორის მოტოციკლებს, ტელევიზორებს, ბლენდერებსა და ა.შ.

ინდოელი მაღალჩინოსნები ქვეყანაში მოსახლეობის ზრდის ტემპებით არიან შეშფოთებულნი. პროგნოზის მიხედვით, ინდოეთის მოსახლეობა 2030 წლისთვის ჩინეთის მოსახლეობას გადააჭარბებს.

დასავლეთ ინდოეთის ქალაქ ჯუნჯუნის სამშობიაროს მთავარ ექიმს, სიტარამ შარმას იმედი აქვს, რომ ავტომობილის წყალობით სტერილიზაციის ოპერაციაზე თანხმობას 20 000-მდე წყვილი განაცხადებს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს