მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰამბურგერი

მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰამბურგერი

ბრეტ ენრაიტმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰამბურგერი დაამზადა. ბრეტი კანადაში ბარბექიუს საუკეთესო სპეციალისტად ითვლება.

ამისთვის ბრეტმა და მისმა შეგირდებმა 600 ფუნტი ხორცი (რომლის რაოდენობაც შეწვის შემდეგ 400 ფუნტამდე შემცირდა), 50 ფუნტი ყველი, 20 ფუნტი ხახვი, 20 ფუნტი სანელებლები და კეტჩუპი, 340 ფუნტი ცომი და 30 ფუნტი სალათის ფოთლები დახარჯეს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰამბურგერი 1.375 მლნ კალორიას შეიცავს. ჰამბურგერი მცირე ნაწილებად დაჭრეს და ერთი ულუფა 99 აშშ დოლარად გაყიდეს.

ბრეტს ერთი  რეკორდი უკვე დამყარებული აქვს - 590 ფუტიანი ჰამბურგერი შარშან შვებულებაში ყოფნისას დაამზადა.

მომზადებულია www.odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს