რუსეთში ბურახი შესაძლოა, ალკოჰოლურ სასმელებს გაუთანაბრონ

რუსეთში ბურახი შესაძლოა, ალკოჰოლურ სასმელებს გაუთანაბრონ

რუსეთში ბურახს ალკოჰოლურ სასმელებს გაუთანაბრებენ. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებმა კვირის ბოლომდე, შესაძლოა, ალკოჰოლის წარმოებისა და ბრუნვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცონ. კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი სასმელი, რომელიც 0,5%-ზე მეტ სპირტს შეიცავს, ალკოჰოლურ სასმელად მიიჩნევა. ასეთ შემთხვევაში მისი შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ დილის საათებში და თანაც, სტაციონარულ მაღაზიებში. 

თუ კანონს მიიღებენ, ალკოჰოლური სასმელების რიცხვს მიაკუთვნებენ ბურახსაც - მასში ეთილის სპირტის შემცველობა 1,2%-ს შეადგენს.

მომზადებულია vedomosti.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს