დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი და მისი მეუღლე, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეთრინ მიდლტონი ჩრდილო-ამერიკული ვოიაჟის ფარგლებში ფარულად ხელოვნური განაყოფიერების პროფილის კლინიკას ესტუმრნენ, - წერს ჟურნალი The Globe.
ქეთრინის უშვილობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ კიდევ მაისში გავრცელდა. ხმა პრინც უილიამის დედინაცვალმა, კამილა პარკერ-ბოულსმა გაავრცელა.
მაშინ მასმედიის საშუალებები წერდნენ, რომ ქეთრინს შვილები არასოდეს ეყოლება, რადგან ბავშვობაში მძიმე დაავადება გადაიტანა.
აღანიშნავია, რომ თუ პრინც უილიამსა და ქეთრინ მიდლტონს წლის დასასრულს შვილი არ ეყოლათ, ეს დიდი ბრიტანეთის მონარქიის ისტორიაში გამონაკლისი შემთხვევა იქნება. დღემდე ყველა სამეფო წყვილს შვილები ქორწინების პირველსავე წელს უჩნდებოდა.
მომზადებულია www.showbizspy.com-ის მიხედვით.