ამერიკელი მხატვარი ნამუშევრებს პომადიანი ტუჩებით ქმნის

ამერიკელი მხატვარი ნამუშევრებს პომადიანი ტუჩებით ქმნის

მხატვარმა ნატალი აირიშმა ხატვის უნიკალურ მეთოდს მიაგნო. ის ნახატებს ე.წ. "კოცნის" ტექნიკით ქმნის. 

ნატალია ტუჩებს სხვადასხვა ფერის პომადით იღებავს, შემდეგ კი ტილოზე ხატვას იწყებს. ტილოზე ტუჩების ნაკვალევით შექმნილი დიდი პორტრეტი იხატება.

მხატვარი ყვება, რომ სამხატვრო სკოლაში ხელის დიდი თითის ანაბეჭდით ხატვას ცდილობდა, მაგრამ ამ ტექნიკას სხვა მხატვრებიც იყენებენ, ის კი ორიგინალურ მეთოდებს ეძებდა.

"ექსპერიმენტები დავიწყე და ვიფიქრე, რომ "კოცნის" ტექნიკით საუკეთესო პორტრეტის შესაქმნელად მერლინ მონრო იდეალური კანდიდატურა იყო", - ყვება ნატალი.

ხატვის ასეთი მეთოდი ძალიან შრომატევადი და ფიზიკურად დამქანცველია. ტუჩები მალე იღლება, თან გამუდმებით მისი პომადით შეღებვაა საჭირო, ამასთან ძალიან იღლება თვალებიც. 

ნატალი პორტრეტებისა და ეიზაჟების დასახატად ტუჩების გარდა, ფანქარსაც იყენებს.

ტუჩებით შექმნილი ნატალის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ლეგენდარული გიტარისტის - ჯიმი ჰენდრიქსის პორტრეტია. ნატალიმ მას Influence (გავლენა, ზემოქმედება) უწოდა.

ხატვის ასეთი უჩვეულო მეთოდები თანამედროვე ხელოვნებაში უცხო არ არის. ცნობილი ამერიკელი აბსტრაქციონისტი ჯექსონ პოლოკი ხატვის დროს "შეშხეფების" ტექნიკას იყენებს, ფრანგი ნოვატორი მხატვარი ივ კლიაინი, ტილოზე ნახატს ქალის სხეულის ანაბეჭდებით ქმნის, ავსტრალიელი მხატვარი ტიმოთი ჯეიმს ფრანსის პატჩი პორტრეტებს "პენის-არტის" ტექნიკით ხატავს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს