საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე პირველად, ჩინეთის წარმომადგენელს ჩუ მინს წარადგენენ. მის კანდიდატურას ფონდის ახალმა ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა დაუჭირა მხარი, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თანამდებობა, რომელსაც ჩუ მინი დაიკავებს, ახალია. ამჟამად მინი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის სპეციალური მრჩველია. ადრე ის ჩინეთის სახალხო ბანკში მუშაობდა.
ჩუ მინის კანდიდატურას საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო დაამტკიცებს.
დომენიკ სტროს-კანის გადადგომის შემდეგ, 5 ივლისს, ფონდის ახალ დირექტორად კრისტინ ლაგარდი დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე ხუთი წლით აირჩიეს.
მომზადებულია imf.org-ის მიხედვით.