კალიფორნიის შტატის მკვიდრს ლინეა ლატანციოს, ბავშვობაში ძალიან უნდოდა კატა ჰყოლოდა, მაგრამ დედამ პატარა გოგონას ოცნება არ აუსრულა. ის გაიზარდა და უკვე ასაკოვანმა გადაწყვიტა, "კატების პლანეტა" დაეარსებინა.
კატების მოშინაურების ისტორია 1987 წლიდან დაიწყო, ის ქმარს გაშორდა, არც შვილი ჰყავდა და არც ძირი. განქორწინების შემდეგ ქალმა ქალაქგარეთ 6 აკრიანი მიწის ნაკვეთი და სახლი შეიძინა. მთელი 7 წლის მანძილზე ფიქრობდა, რა გაეკეთებინა ამ მიწაზე და ბოლოს გადაწყვეტილება მამამ მიაღებინა, რომელმაც მოსავლელად 2 კატა მიუყვანა. ამის შემდეგ ქალმა უსახლკარო და მიტოვებული კატების მოვლა დაიწყო.
დღეს ლინეა ლატანციოს 800-მდე კატა ჰყავს. ისინი ყველგან დაეხეტებიან, სამზარეულოში, საძინებელში, ხეებზე. კატებმა ლინეა აშშ-ში პოპულარულ ქალად აქცია.
ლინეა ლატანციოს დედა წუხს, რომ ქალიშვილს ბავშვობის მთავარი სურვილი არ აუსრულა.
მომზადებულია www.odditycentral.com-ის მიხედვით.