The FINANCIAL - საქართველოდან ბაყაყების ექსპორტის ჩავარდნაზე სტატიას აქვეყნებს

The FINANCIAL - საქართველოდან ბაყაყების ექსპორტის ჩავარდნაზე სტატიას აქვეყნებს

საქართველოში ეგზოტიკური ცხოველების მოშენების პროექტი, რომელსაც ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები ერთად ახორციელებენ, ჩავარდა. ამის შესახებ The FINANCIAL წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბაყაყების და ნიანგების მოშენებით, საქართველომ ვერ შეძლო ბაზარზე საკუთარი ნიშის მოპოვება.

"2009 წელს საქართველომ საექსპორტო პორტფელს ბაყაყები და ნიანგები დაამატა. საქართველო გეგმავდა გამხდარიყო სერიოზული მოთამაშე ბაყაყისა და ნიანგების ხორცის ბაზარზე. ყველა ელოდებოდა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე "ცხელი" ექსპორტი ღვინის, მინერალური წყლებისა და თხილის შემდეგ. ორწლიანი წარმატებული და ნაყოფიერი პერიოდის შემდეგ, საქართველოს ბაყაყების ექსპორტი ჩაუვარდა", - წერს გამოცემა.

აქვე აღნიშნულია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში "ქართული ბაყაყების" ძირითადი მომხმარებელი საფრანგეთი იყო.

"ბაყაყების ექსპორტს 2010 წელს კომპანია "ლოგო ჯორჯია" აწარმოებდა, რომელიც თურქი ბიზნესმენის მიერ იყო რეგისტირერბული. სარეგისტრაციო დოკუმენტით, კომპანია აღმაშენებლის ქუჩაზე იყო განთავსებული, თუმცა ამ ქუჩის მცხოვრებებმა ეგზოტიკური ინვესტორის შესახებ არაფერი იციან", - წერს The FINANCIAL.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოდან ბაყაყების ექსპორტი 2011 წელს შეწყდა, მიზეზი უცნობია.

"ჩვენ არაფერი ვიცით ბაყაყებისა და ნიანგების შესახებ. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ 2009-2010 წელს ბაყაყების ექსპოტი საფრანგეთში განხორციელდა", - განუცხადეს The FINANCIAL-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ