მექსიკაში ლათინური ამერიკის მასშტაბით ყველაზე დიდი სენდვიჩი დაამზადეს. მისი სიგრძე 50 მეტრია.
ის 70 ინგრედიენტს შეიცავს. კერძოდ, მზარეულებს მის დასამზადებლად 100-ობით ლიტრი მაიონეზი, მდოგვი და სანელებლების სოუზები დასჭირდათ.
სენდვიჩს უამრავი მზარეული ამზადებდა - თითოეული თავის ნაწილს, ამიტომ სენდვიჩს სხვადასხვა ”სექციაში” სხვადასხვა გემო აქვს.
"მექსიკური სენდვიჩი იმით გამოირჩევა, რომ მშრალი არ არის. მას ავოკადოს, პომიდორს, ლობიოს, ჩილისა და სხვა უამრავ ინგრედიენტს უმატებენ. ის სიცხარითაც გამოირჩევა. ერთი სიტყვით, მსოფლიოში საუკეთესოა”, - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა ჯულიან კასტანონმა.
მისივე თქმით, 50 მეტრიანი სენდვიჩის სხავადასხვა გემო ყველა ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილებს.
მომზადებულია www.ntn24news.com-ის მიხედვით.