დევიდ კოპერფილდმა უკვდავების წყალს მიაგნო

დევიდ კოპერფილდმა უკვდავების წყალს მიაგნო

ცნობილი ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდი ირწმუნება, რომ უკვდავების წყარო იპოვა. მისივე თქმით, სასწაულმოქმედი სითხე იმ კუნძულზე იღვრება, რომელიც ილუზიონისტმა ცოტა ხნის წინ შეიძინა.

კოპერფილდი ბაჰამის არქიპელაგის რამდენიმე პატარა კუნძულს ფლობს, რომლებშიც თავის დროზე მან 50 მლნ დოლარი გადაიხადა. კუნძულ მუშა-კეიზე ილუზიონისტმა წყალი აღმოაჩინა, რომელიც, მისი თქმით, ადამიანს სამუდამო სიცოცხლეს ჩუქნის.

"ეს საოცარი ფენომენია, თუ წყალში ხმელ ფოთლებს ჩაყრით, ისინი გაცოცხლდებიან. იგივე ემართებათ მწერებს. დაუჯერებელად ჟღერს, მაგრამ ეს ასეა", - განაცხადა ილუზიონისტმა.

კოპერფილდმა სასწაულმოქმედი წყაროს თვისებების შესასწავლად ბიოლოგები და გეოლოგები დაიქირავა. მეცნიერთა ჯგუფი უკვე მუშაობას შეუდგა.

საინტერესო დამთხვევაა, რომ ამავე კუნძულზე ძვირადღირებული კურორტია განთავსებული, სადაც ერთკვირიანი დასვენება 300 000 დოლარი ღირს.

სკეპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ცნობილი მაგი ტურისტული ბიზნესითაა დაინტერესებული და მეზობლებისთვის კონკურენციის გაწევა სურს.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს