შვედეთის პრემიერის ვაჟი "მაკდონალდსში" მუშაობს

შვედეთის პრემიერის ვაჟი "მაკდონალდსში" მუშაობს

შვედეთის პრემიერ-მინისტრის ფრედრიკ რაინფელდტის 18 წლის ვაჟმა - გუსტავმა "მაკდონალდსში" მიმტანად დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ გუსტავმა ფართო საზოგადოებას სოცილურ ქსელ "ტვიტერის" საშუალებით აცნობა.

"მაკდოლალდსში" მოვეწყვე, ძალიან კმაყოფილი ვარ!"- წერს ის. გუსტავი სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე "მაკდონალდსში" იმუშავებს.

რესტორნის პრეს-სამსახურის წარმომადგენლებმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. მათი თქმით, თანამშრომლების პირად ცხოვრებას, მიუხედავად მათი სტატუსისა, პატივს სცემენ და ჩარევას ზედმეტად მიიჩნევენ.

არც პრემიერსა და არც მისი ოჯახის წევრებს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

მომზადებულია nyheter24-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს