ლოს-ანჯელესის სასამართლომ თოჯინა "ბარბის" მწარმოებელ კომპანია Mattel-ს 309 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა.
კომპანიას სოლიდური თანხის გადახდა, ფირმა MGA-ს საჩივრის საფუძველზე, საავტორო უფლებების დარღვევისა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოუწევს.
MGA ნაკლებად ცნობილი სათამაშოების მწარმოებელი ფირმა იყო, სანამ "ბარბის" ყოფილმა დიზაინერმა კარტერ ბრაინტმა მისთვის თოჯინა "ბრატზის" სერია არ შექმნა.
ახალმა სათამაშომ ბარბის სერიოზული კონკურენცია გაუწია, რის გამოც Mattel-მა სასამართლოში იჩივლა და კონკურენტი აიძულა კომპენსაციის სახით 100 მლნ დოლარი გადაეხადა. საპასუხოდ წაგებულმა მხარემ კომპანია საავტორო უფლებების დარღვევასა და სამეწარმეო შპიონაჟში დაადანაშაულა.
მომზადებულია latimes.com-ის მიხედვით