დევიდ კოპერფილდი მამა გახდა

დევიდ კოპერფილდი მამა გახდა

ამერიკელი ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდი 54 წლის ასაკში მამა პირველად გახდა. შვილი მას 26 წლის მეგობარმა გოგონამ ქლოე გოსელინმა გაუჩინა. გოგონა 1 წლის წინ დაბადებულა, მაგრამ კოპერფილდმა ამ ამბის დამალვა ისე ოსტატურად მოახერხა, პაპარაცებს ეჭვიც არ გასჩენიათ. გოგონას სკაი ჰქვია.

კოპერფილდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა. თავად ილუზიონისტი კი კომენტარისგან თავს იკავებს, ამჟამად ის ლას-ვეგასში გასტროლებზე იმყოფება.

დევიდ კოპერფილდს ცოლი არასდროს ჰყოლია. 1993 წელს ის სუპერმოდელ კლაუდია შიფერზე დაინიშნა, მაგრამ ნიშნობიდან 6 წელიწადში წყვილი დაშორდა. კოპერფილდმა გოსელინი 2 წლის წინ გაიცნო, შეყვარებულები ბაჰამის კუნძულებზე ფეშენებელურ ვილაში ცხოვრობენ.

მომზადებულია Contactmusic.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს