კოლიზეუმში გლადიატორები ისევ იბრძვიან

კოლიზეუმში გლადიატორები ისევ იბრძვიან

რომის კოლიზეუმში გლადიატორთა ბრძოლები განახლდა - ასეთი წარმოდგენა დარჩათ ტურისტებს, რომლებმაც სანახაობით განთქმულ ისტორიულ მოედანზე რომაულ სამოსში გამოწყობილი ადმიანების ხელჩართული ჩხუბი იხილეს.

გლადიატორები, ცენტურიონები და ლეგიონერები დიდი ხანია კოლიზეუმის დამთვალიერებელ ტურისტებს ფოტოს გადაღებას გაუგონარ ფასად სთავაზობენ.

ზოგიერთ მათგანს საამისო ლიცენზიაც არ აქვს. რომის პოლიციამ მათ წინააღმდეგ რეიდი ჩაატარა, რათა იტალიის მთავარი ღირსშესანიშნაობა თაღლითებისგან დაეცვა. 

სპეცოპერაციისთვის თეატრალიზებული შოუს ელემენტები პოლიციამაც გამოიყენა. რამდენიმე სამართალდამცავი ლეგიონერისა და გლადიატორის კოსტიუმში გამოეწყო, დანარჩენებმა კი შესანიღბად მეეზოვის ფორმა ჩაიცვეს.

მიუხედავად ამისა, დამნაშავეთა დაკავების დროს შეხლა-შემოხლას თავი ვერ აარიდეს. ტურისტების თვალწინ შუბებით შეიარაღებული რომაელი მეომრების ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა.

სპეცოპერაციის შედეგად 9 ფსევდო-გლადიატორი და 20 ულიცენზიო გიდი დააკავეს. პოლიცია აცხადებს, რომ ახალგამომცხვარი გლადიატორები და რომაელი ლეგიონერები კლანურ გაერთიანებას წარმოადგენენ და კონკურენტებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან. 

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს