მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ქალის საოცნებო წონა 1 ტონაა

მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ქალის საოცნებო წონა 1 ტონაა

მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ქალბატონი - 2 შვილის დედა სიუზან იმენი დღეში 20 000-ზე მეტ კალორიას იღებს. მას სურს, ყველა დროის ყველაზე მსუქანი ქალი გახდეს.

ამჟამად სიუზანის წონა 330 კგ და 200 გრამია, მაგრამ ის გაჩერებას არ აპირებს და ამბობს, რომ მანამდე არ დამშვიდდება, სანამ 1 ტონა არ გახდება.

"რაც უფრო ვსუქდები, თავს მით უფრო უკეთ ვგრძნობ, ვფიქრობ, ეს სექსუალურია", - ამბობს სიუზანი.

სიუზანს სურს დაამსხვრიოს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ "სიმსუქნე ცუდია".

სიუზანი აშშ-ში არიზონას შტატში ცხოვრობს. მის 2 ვაჟს ნორმალური წონა აქვს. მიუხედავად დიდი წონისა, სიუზანი ამტკიცებს, რომ ჯანმრთელობაზე მუდმივად ზრუნავს - ანალიზებს იკეთებს და გულის მუშაობასაც აკონტროლებს.

ექიმის პატრიკ ფლაიტის თქმით, სიუზანი სიკვდილს ეთამაშება და თუ ასე გააგრძელა, დაიღუპება.

მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ქალბატონი დღემდე კეროლ იაგერი იყო. ის დაახლოებით 670 კგ-ს იწონიდა. ის 1994 წელს, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია www.thesun.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს