ნოთინგ-ჰილის ცნობილი წიგნის მაღაზია გაკოტრდა

ნოთინგ-ჰილის ცნობილი წიგნის მაღაზია გაკოტრდა

ლონდონის გარეუბანში, ნოთინგ-ჰილში მდებარე ცნობილი წიგნის მაღაზია The Travel Bookshop იხურება.

ბრიტანელი მწერლები და პოეტები მის გადასარჩენად გაერთიანდნენ, თუმცა მაღაზია, სადაც ჯულია რობერტსისა და ჰიუ გრანტის მონაწილეობით ფილმი "ნოთინგ-ჰილი" გადაიღეს, მყიდველს ვეღარ იზიდავს.

თუ მაღაზიას მყიდველი 2 კვირის განმავლობაში არ გამოუჩნდა, მფლობელი მას დახურავს. ჯერჯერობით კი წიგნები ისევ იყიდება, თუმცა უკვე ნახევარ ფასად. მფლობელმა მაღაზიის გაყიდვა ადრეც სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

ფილმი "ნოთინგ-ჰილი" ჰოლივუდელი ვარსკვლავების მონაწილეობით ეკრანებზე 1999 წელს გამოვიდა და 360 მლნ დოლარის შემოსავალი მოიტანა. მას შემდეგ მაღაზია ერთ-ერთ ტურისტულ ღირშესანიშნაობად იქცა, თუმცა გაკოტრება თავიდან ვერ აიცილა.

ბრიტანეთში მაღაზიის დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანიაც გაჩაღდა. მწერლები და პოეტები მზად არიან, მაღაზიაში კვირაში თითო დღე იმუშაონ, სანამ დაწესებულების მყიდველი არ გამოჩნდება.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს