98 წლის ქალი ძიუდოს შავი ქამრის მფლობელი გახდა

98 წლის ქალი ძიუდოს შავი ქამრის მფლობელი გახდა

სან-ფრანცისკოში მცხოვრები იაპონელი 98 წლის ქალბატონი ძიუდოს შავი ქამრის მფლობელი გახდა.

კეიკო ფუკსუდა პირველი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, რომელმაც ძიუდოს მეათე დონის შავი ქამარი მოიპოვა.

რეკორდსმენმა ქალბატონმა ბავშვობა იაპონიაში გაატარა, სადაც თანატოლების მსგავსად ჩაის მომზადების ხელოვნებითა და კალიგრაფიით იყო გატაცებული. ძიუდოს შესწავლის სურვილი კეიკოს ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ პროტესტის გრძნობამ გაუჩინა.

98 წლის სპორტსმენმა დაამტკიცა, რომ ყველას შეუძლია ნებისმიერ სფეროში მიაღწიოს წარმატებას, მიუხედავად სქესისა. 

”ჩემთვის ძიუდო ისევეა, როგორც ქორწინება, ან ოჯახი. ეს ჩემი ნამდვილი მოწოდებაა”, - ამბობს კეიკო.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს