მუსიკის ხშირი მოსმენა მოზარდებში დეპრესიის რისკს ზრდის

მუსიკის ხშირი მოსმენა მოზარდებში დეპრესიის რისკს ზრდის

მუსიკასა და დეპრესიას შორის პირდაპირი კავშირი იპოვეს. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ კითხვის მოყვარული მოზარდები უფრო გაწონასწორებულნი არიან.

ამერიკელმა მკვლევარებმა 106 მოზარდი გამოკითხეს, რომელთაგან 46-ს "კლინიკური დეპრესიის" დიაგნოზი დაუსვეს. მოზარდებს ჰკითხეს, როგორ ატარებდნენ ისინი თავისუფალ დროს. 6 სავარაუდო პასუხი იყო: ინტერნეტში ყოფნა, წიგნების კითხვა, ტელევიზორის ყურება, ფილმის ყურება, კომპიუტერული თამაში და მუსიკის მოსმენა. 

როგორც აღმოჩნდა, ისინი, ვინც მუდმივად მუსიკას უსმენენ, დეპრესიის სიმპტომებს 8,3-ჯერ უფრო ხშირად ავლენენ, ვიდრე დანარჩენები. ისინი კი, ვინც ბევრს კითხულობენ, პირიქით, 10-ჯერ მეტად ფსიქიკურად გაწონასწორებულნი არიან. კომუნიკაციის დანარჩენი ფორმები მოზარდების ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას არ ახდენს.

მეცნიერები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: კითხვის სიყვარული საკუთარ თავში ჩაკეტილობის ნიშანი არ არის, როგორც ამას დღემდე მიიჩნევდნენ, ხოლო თუ მოზარდს 24 საათი ყურსასმენები უკეთია, მშობლები ფრთხილად უნდა იყვნენ.

მომზადებულია nkj.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს