გთავაზობთ ათ საინტერესო ფაქტს ფრანგული ენის შესახებ:
1. ინგლისის პარლამენტის აქტი "სახელმწიფო სასამართლოებში ინგლისური ენის სავალდებულო გამოყენების შესახებ", ფრანგულ ენაზე არის დაწერილი.
2. ევროპული ენების უმრავლესობაში 20-დან 90-მდე რიცხვების დასახელება სტანდარტული სქემის მიხედვით ხდება. თუმცა ფრანგულში ზოგიერთი რიცხვის დასახელებას უცნაური ლოგიკა აქვს. მაგალითად, 70 გამოითქმის "soixante-dix", რაც ითარგმნება, როგორც "სამოცი და ათი", 80 - "quatre-vingts" (ოთხჯერ ოცი), 90 კი - "quatre-vingt-dix" (ოთხჯერ ოცი და ათი).
3. 1969 წელს ფრანგი მწერლის ჟორჟ პერეკას რომანი "La disparition" გამოქვეყნდა. რომანის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება ის იყო, რომ მასში არცერთი ასო ”ე” არ იყო გამოყენებული, რომელსაც ყველაზე ხშირად ხმარობენ ფრანგულში. იმავე პრინციპით - ასო ე-ს გარეშე წიგნი ინგლისურ, გერმანულ და იტალიურ ენებზე ითარგმნა. 2005 წელს წიგნი რუსულ ენაზეც ითარგმნა, თუმცა რუსულ ვერსიაში არ იყო ასო ო, რადგან რუსულში ყველაზე ხშირად სწორედ ამ ასოს იყენებენ.
4. ფრანგულ ენას ინგლისში ოფიციალურ ენად 600 წლის განმავლობაში მიიჩნევდნენ.
5. ფრანგულ ენაში ყველაზე გრძელი წინადადება 823 სიტყვისგან შედგება და მას ვიქტორ ჰიუგოს რომანში "გარიყულნი" ვხდებით.
6. სიტყვა არაყს ფრანგულში ორნაირად წერენ - რუსული "ვოდკა" - "vodka", პოლონური - "wodka".
7. სამამულო ომის დროს 1812 წელს რუს ჯარისკაცებს ღამის საათებში თავიანთი ოფიცრები ხშირად მტერში ეშლებოდათ, რადგან მათ ჩვევად ჰქონდათ ფრანგულად საუბარი.
8. ფრანგულიდან სიტყვა "ერმიტაჟი" თარგმანში "განმარტოვების ადგილს" ნიშნავს.
9. დიდი ბრიტანეთის გერბზე არის წარწერა ფრანგულ ენაზე - "Dieu et mon droit" ("უფალი და ჩემი უფლება").
10. ფრანგული ენის ის დიალექტი, რომლითაც კვებეკის პროვინციაში საუბრობენ, იმდენად განსხვავდება ლიტერატურული ფრანგულისგან, რომ საფრანგეთის მრავალ მკვიდრს მისი გაგება უჭირს.
მომზადებულია la penitente-ს მიხედვით.